აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო მაგისტრალზე, რიკოთის უღელტეხილის მახლობლად მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტომობილი რომელსაც ცისტერნით თხევადი აირი გადაჰქონდა, ჯებირს შეეჯახა, შემდეგ კი - ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ავტომობილში მყოფი მგზავრი კი, მსუბუქად დაშავდა.
ცეცხლი ტყის მასივსაც გადაედო, შესაბამისი სამსახურები მას 4 საათის მანძილზე აქრობდნენ. დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა დროებით პარალიზებული იყო.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
