საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 20-22 მაისს
„ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართება პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“.
კონფერენციის მიზანი საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესწავლისა და კონსერვაციის შედეგების გაანალიზება, სამომავლო ხედვებისა და იდეების წარმოჩენა, ასევე, ბოტანიკური ბაღების საქმიანობის, ბაღებში მცენარეთა კოლექციების შექმნასთან დაკავშირებული საჭიროებებისა და ამოცანების გააზრება, ბოტანიკურ ბაღებსა და ბოტანიკურ ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარებაა.
კონფერენციის ფარგლებში, იგეგმება დისკუსია მცენარეთა კონსერვაციის ეროვნული სტრატეგიის მომზადების საკითხებზე.
კონფერენციას 20 მაისს, 09:30 საათზე ბოტანიკური ბაღის დირექტორი, თბილისის მერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და BGCI რეგიონული პროგრამების დირექტორი გახსნიან.
იხილეთ კონფერენციის ძირითადი აქტივობები:
20 მაისი
09:30 – 10:30 კონფერენციის გახსნის ცერემონია
10:30 – 18:00 სამეცნიერო სესიების მუშაობა
14:30-18:00 დისკუსია მცენარეთა კონსერვაციის გლობალური სტრატეგიის მიზნებსა და საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე, ასევე სამომავლო ინიციატივებზე.
21 მაისი
09:00 – 13:30 ურბანული ბიომრავალფეროვნების შესახებ სამეცნიერო სესია
12:00 – 18:00 ვორკშოპი მცენარეთა დაცვის საკითხებზე
14:30 – 18:00 - დისკუსია ბოტანიკური ბაღის მეცნიერების სტრატეგიის მომზადებასთან დაკავშირებით
22 მაისი
09:00 – 16:00 სამეცნიერო სესია, ბიომრვალფეროვნების საერთაშორისო დღე.
13:00-13:30 თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება სახელმწიფო უწყებებს, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, კვლევით დაწესებულებებსა და ბოტანიკურ ბაღებს შორის საქართველოს მცენარეთა კონსერვაციის ეროვნული ქსელის შექმნის თაობაზე
მემორანდუმის გაფორმება მისურის ბოტანიკურ ბაღსა (აშშ) და საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს შორის
17:00 კონფერენციის დახურვის ცერემონია
