თბილისში ინკლუზიური სახვითი ხელოვნების კონკურსი - „ხელოვნება ყველასთვის“ დაიწყო
თბილისში ინკლუზიური სახვითი ხელოვნების კონკურსი - „ხელოვნება ყველასთვის“ დაიწყო
16:41 19.05.2019
საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (CIM), Kin Top საგანმანათლებლო სკოლისა (დიუსელდორფი, გერმანია) და GNNT ჯგუფის (თბილისი, საქართველო) ინიცატივით თბილისში ინკლუზიური სახვითი ხელოვნების კონკურსი დაიწყო.

პროექტის - „ხელოვნება ყველასთვის“ მიზანია თბილისის ხელოვნების ცენტრებში ინკლუზიური სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა.

კონკურსი პროექტში ჩართვას სთავაზობს 6-დან 18 წლამდე მსურველებს, რომელთაც სპეციალური სასწავლო საჭიროება გააჩნიათ.

პროექტის ფარგლებში ნამუშევრების – „ცხოვრება მშვენიერია“ შეგროვება უკვე დაიწყო.
დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით განაცხადი უნდა გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - art4all@kin-top.de .

კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება თბილისში გაიმართება.

პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა გამოფენის კატალოგი და სპეციალური სერტიფიკატი.

6-10 და 11-18 წლის ასაკობრივი ჯგუფების საუკეთესო ნაშრომთა ავტორებს სპეციალური ჯილდო გადაეცემათ.

კონკურსის გამარჯვებულებს დამთვალიერებლები გამოფენის მსვლელობისას გამოავლენენ.

ბეჭდვა