საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს ფოსტის ერთობლივი
ინიციატივით ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში დღეს, 19:00 საათზე გაიმართება პირველი ქართული მარკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა - "მარკებით მოთხრობილი ისტორია".
გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს ქართული მარკებს, რომლებიც, თავის მხრივ, დანარჩენ მსოფლიოს აცნობდნენ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს, საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებს, მწერლებსა და სხვა მნიშვნელოვან ფაქტებს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული პირველი ქართული, ეროვნული და საბჭოური მარკები და საქართველოს ფოსტის ფილატელისტიკური გამორჩეული ნიმუშები.
საქართველოს ეროვნული არქივიდან ექსპონირებული იქნება სხვადასხვა დოკუმენტი, კორესპონდენცია, რომელზეც განთავსებულია პირველი ეროვნული საღერბო მარკები.
