მომდევნო დღეებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - რა საშიშროებებზე საუბრობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში
მომდევნო დღეებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - რა საშიშროებებზე საუბრობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში
14:59 19.05.2019
19 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან 22 მაისამდე, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
ბეჭდვა