დღეიდან ვახუშტის ხიდზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეული სქემით იმოძრავებს
დღეიდან ვახუშტის ხიდზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი  ჩვეული სქემით იმოძრავებს
09:14 19.05.2019
ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, ორმხრივი მოძრაობა კი უახლოეს საათებში აღდგება.

დღეიდან, 19 მაისიდან, ხიდზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეული სქემით იმოძრავებს.

N51 ავტობუსი და მიკროავტობუსები: N10, N30, N66, N88, N89, N100, N169, N171, N 195 და N202 წერეთლის გამზირს, გმირთა მოედნის გავლის ნაცვლად, კვლავ ვახუშტის ხიდით დაუკავშირდებიან.

ბეჭდვა