მედიკოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი: საქართველოს წარმატება ჯანდაცვაში ყველამ უნდა იცოდეს
მედიკოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი: საქართველოს წარმატება ჯანდაცვაში ყველამ უნდა იცოდეს
18:24 17.05.2019
"საქართველოს წარმატება ჯანდაცვაში ყველამ უნდა იცოდეს", - განაცხადა მედიკოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცეპრეზიდენტმა, პადმინი მართიმ მარიამ ჯაშთან შეხვედრაზე
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მედიკოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცეპრეზიდენტს, ნიუ-იორკის სამედიცინო კოლეჯის პროფესორს, პადმინი მართის შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მარიამ ჯაშმა აღნიშნა, პადმინი მართი დადებითად აფასებს საქართველოს ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ ცვლილებებს და სურვილი აქვს, მედიკოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის პლატფორმა გამოყენებული იქნას საქართველოს წარმატების მსოფლიო მასშტაბით გასაზიარებლად.

"საქართველოს წარმატება ჯანდაცვაში ყველამ უნდა იცოდეს", - განაცხადა პადმინი მართმა შეხვედრაზე.

დღესვე განიხილეს გზები, თუ როგორ შეიძლება როგორც უნივერსიტეტების, ასევე შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დახმარებით ჯანდაცვის საერთაშორისო პუბლიკაციებში საქართველოს წარმატების უფრო მეტად წარმოჩენა.

"ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში მიღწეული წარმატება. იმედი მაქვს, რომ დღეს განათლების სისტემაში დაწყებული რეფორმებით ასეთივე მასშტაბის პროგრესი გვექნება განათლების სისტემის ყველა ეტაპზე", - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
ბეჭდვა