თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
16:15 12.08.2012
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას 13 აგვისტოს ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 16 საათამდე მშენებელთა დასახლებას, ქაიროს, ნაკადულის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ენერგომომარაგება 10-დან 18 საათამდე ვარკეთილი-3 II მიკრორაიონს, ლილოს დასახლების V კვარტალს, მოსკოვის გამზირს, ჯავახეთის და ჭიჭინაძის ქუჩებს, მანჯგალაძის, ვაჩნაძის, გუდიაშვილის, პუშკინის და ასათიანის ქუჩებს არ მიეწოდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ელექტროენერგია სამრეწველო დასახლებას, დოლიძის და ჩუბინაშვილის ქუჩებს, ნუცუბიძის I მიკრორაიონს, აბაშიძის და რაზმაძის ქუჩებს შეეზღუდება.
შეზღუდვა 10-დან 18 საათამდე ასევე, დაბა წყნეთს, კერძოდ, ამილახვრის, ჭავჭავაძის და რუსთაველის ქუჩებს შეეხება.
შუქი ამავე საათებში კოსტავას ქუჩას, ღრმაღელეს, გვაზაურის, კნოლევის და თმოგვის ქუჩებს, დიღმის მასივის II კვარტლის აბონენტებსაც გაეთიშებათ.


ბეჭდვა