კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ესტუმრნენ
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ესტუმრნენ
14:00 17.05.2019
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ესტუმრნენ.

სტუდენტებმა დაათვალიერეს სსეს სათავო ოფისში განთავსებული, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე, ჩაუტარდათ ლექცია ზოგად ენერგეტიკასა და "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.

ცენტრალური სადისპეტჩეროს შემდეგ სტუდენტები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსეს სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში.

ახალი თაობის დაინტერესება ენერგეტიკის დარგით სსესთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

"საქართველოსსახელმწიფო ელექტროსისტემა" ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანია, სსე-ში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტუქტურა და თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზე მორგებული ეფექტიანი მმართველობის სქემა.

აღნიშნული სახის შეხვედრები "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" მომავალშიც გაგრძელდება.

ბეჭდვა