ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები მოინახულა
ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები მოინახულა
22:48 16.05.2019
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 ახალგაზრდა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. დაშავებული ახალგაზრდები ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მოინახულეს.

ექიმის განცხადებით, ორი ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა და მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. ახალგაზრდები, რომლებიც სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ, ავტოავარიაში ანაკლიის გზაზე დაშავდნენ.
ბეჭდვა