საყოველთაო ჯვრისწერის ფარგლებში, დღეს 500-ზე მეტმა წყვილმა დაიწერა ჯვარი
საყოველთაო ჯვრისწერის ფარგლებში, დღეს 500-ზე მეტმა წყვილმა დაიწერა ჯვარი
17:30 16.05.2019
16 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს ჩოხოსნების ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით საყოველთაო ჯვრისწერის მორიგი ეტაპი ჩატარდა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, დღეს ჯვრისწერის საიდუმლო 500-ზე მეტი წყვილისთვის შესრულდა, რომელთაც ოჯახი შექმნილი ჰქონდათ, მაგრამ ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი. თბილისში, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში კი ჯვარი 120-ზე მეტმა წყვილმა დაიწერა, რაც სამ ეტაპად განხორციელდა.

"ვულოცავთ მათ ამ გამორჩეულ დღეს და ვუსურვებთ ოჯახების სიწმინდესა და სიმტკიცეს" - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბეჭდვა