ზაზა გაბუნია: ზუგდიდში წელს ასობით დევნილი მიიღებს საცხოვრებელ ბინას
ზაზა გაბუნია: ზუგდიდში წელს ასობით დევნილი მიიღებს საცხოვრებელ ბინას
14:02 16.05.2019
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთათვის კორპუსების მშენებლობის პროცესი მოინახულა.

„ამ ქუჩაზე ექვსი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს და ჯამში 720 ოჯახი დაკმაყოფილდება მიმდინარე წლის შემოდგომიდან შესაბამისი გრაფიკის მიხედვით. მნიშვნელოვანია რომ სახეზეა აქტიური სამშენებლო პროცესი" - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

დევნილთათვის სახლების მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ხორციელდება.


ბეჭდვა