2019 წლის 4 თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13 პროცენტით გაიზარდა და 113 251 შეადგინა
2019 წლის 4 თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13 პროცენტით გაიზარდა და 113 251 შეადგინა
12:37 16.05.2019
2019 წლის 4 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13%-ით გაიზარდა და 113 251 შეადგინა - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

ვიზიტორთა შორის 54% ქართველი, ხოლო 46% უცხოელია.

2019 წლის 4 თვის მონაცემებით ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:
თბილსის ეროვნულ პარკს;
პრომეთეს მღვიმეს;
ყაზბეგის ეროვნულ პარკს;
მარტვილის კანიონს;
მტირალას ეროვნულ პარკს;

საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან.

"დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას. უკვე გაიხსნა ახალი ეკოტურისტული მიმართულება სოფელ კინჩხაში - ოკაცეს ჩანჩქერი.

ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეებია სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც. მაისის თვიდან დაინერგა ბილეთების გაყიდვის ელექტრონული სისტემა, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს წინასწარ დაგეგმონ ტერიტორიებზე ვიზიტი"- აღნიშნავენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
ბეჭდვა