უშბის ფერდობზე კიდევ ერთი უცხოელი ალპინისტი დაიღუპა.
სვანეთის ტურიზმის ცენტრის ცნობით, რუს ალპინისტთა 3-კაციანი ჯგუფი მე-6 კატეგორიის სირთულის
მარშრუტით მოძრაობდა.
ჯგუფის ერთი წევრი, წინასწარი ინფორმაციით, ეროვნებით სომეხი ალპინისტი, უშბის ფერდობზე დაიღუპა.
ცხედრის გადმოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ძლიერი ქარის გამო სამაშველო ვერტმფრენი უშბის ფერდობს ვერ უახლოვდება.
რაც შეეხება გადარჩენილ ორ ალპინისტს, მაშველებმა ისინი უკვე იპოვეს და მათი გამოყვანის ოპერაციას ახორციელებენ.
