ლონდონის ოლიმპიადაზე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გიორგი გოგშელიძე და ოთარ თუშიშვილი იასპარეზებენ.
96 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი გოგშელიძის მეტოქე ეგვიპტელი სალე ემირა იქნება.
რაც შეეხება 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოთარ თუშიშვილს,მისი მოწინააღმდეგე უზბეკი იხტომ ნავრუზოვი იქნება.
ორივე შეხვედრა თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ლონდონის ოლიმპიადაზე ასპარეზობას დღეს დაასრულებს.
