პსპ ჯგუფი "ჯეო ჰოსპიტალსის" შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმოებას ადასტურებს
პსპ ჯგუფი "ჯეო ჰოსპიტალსის" შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმოებას ადასტურებს
12:56 14.05.2019
პსპ ჯგუფი "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკების ქსელის შეძენას გეგმავს. ეს ინფორმაცია დღეს პსპ ჯგუფში დაადასტურეს.

"ბოლო 6 თვის განმავლობაში ჯეო ჰოსპიტალსის მენეჯმენტთან მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენ განვიხილავთ ჯეო ჰოსპიტალსის ქსელში არსებული კლინიკების 20 მილიონ ევროდ შეძენას და უახლოეს მომავალში ამის შესახებ უფრო დეტალურად ვაცნობებთ საზოგადოებას", - აცხადებენ პსპ ჯგუფში.

"ჯეო ჰოსპიტალსი" კლინიკების ქსელია, რომელიც 2011 წელს დაარსდა.

"ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკები საქართველოს 5 რეგიონშია განთავსებული: ქვემო ქართლი, იმერეთი, მცხეთა მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი.

ბეჭდვა