„დიდგორობა 2012“ დიდგორის ველზე გაიმართება
„დიდგორობა 2012“ დიდგორის ველზე გაიმართება
17:59 11.08.2012
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხვალ სახალხო ზეიმი - „დიდგორობა 2012“ აღინიშნება.
დიდგორის ბრძოლა „ძლევაი საკვირველიდან“ 891-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დიდგორის  ველზე 11:00 საათზე დაიწყება.
როგორც „ნიუსპრესს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, დიდგორის ველზე ქვემო ქართლის რაიონების ხალხურ შემოქმედებას წარმოადგენენ.
სახალხო ზეიმზე მისული მაყურებელი „შავფაროსნების“ მონაწილეობით თეატრალურ-საბრძოლო სანახაობს იხილავს. გაიმართება ჯგუფების „ზუმბალენდისა“ და „33 ა“-ს კონცერტი.
დიდგორის ბრძოლა-„ძლევაი საკვირველი“ 1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებლის მეთაურობით, მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე მოხდა, სადაც 56 ათასიანმა ქართულმა ჯარმა 300 ათასიან თურქ-სელჩუკთა ლაშქარს სძლია. სისხლისმღვრელი შეტაკება სამ საათს გაგრძელდა, ილღაზის ლაშქარი სასტიკად დამარცხდა და უკუიქცა.

ბეჭდვა