ქუთაისში ჯართის მოპოვების დროს ორი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც „ნიუსპრესის“ ქუთაისის ბიუროს კორესპონდენტი იტყობინება, იმედა გაბრიჩიძე
და დავით ძნელაძე ჯართის მოპოვების მიზნით, ბეტონის ღობეს შლიდნენ, რა დროსაც კედელი ჩამოინგრა და ისინი ნანგრევებში მოიყოლა.
ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
ინციდენტი ქუთაისში, ე.წ. ავანგარდის დასახლებაში მოხდა. ტერიტორია, სადაც გაბრიჩიძე და ძნელაძე ჯართს აგროვებდნენ, დაყადაღებულია და დაახლოებით ორი წელია სასამართლო დავის საგანია.
გარდაცვლილები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
