ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
09:52 13.05.2019
ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო დაწესებულებების საქმიანობის გაცნობა, ინფორმაციის გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობა. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო გეგმებიც.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო: სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის, საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის, კონულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC), სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრის, GIPA - საჯარო მმართველობის სკოლის, საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრის, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებმა.

ბეჭდვა