ნაძალადევის რაიონის დეპუტატმა, სოფო კილაძემ, სამაჟორიტარო ოლქში სოციალურად
დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მათ საჭიროებებს გაეცნო და საქველმოქმედო ღონისძიებიდან "ბავშვები ბავშვებისთვის" შემოსული თანხა გადასცა.
ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა "ბავშვები ბავშვებისთვის" სოფო კილაძის ინიციატივით უკვე სამი წელია ტარდება საკრებულოს წევრ დეპუტატთან, თამარ ტალიაშვილთან ერთად. მასში მონაწილეობას ნაძალადევის რაიონისა და ზღვის უბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ. ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცემა.
პროექტი თბილისის მერიისა და დემოკრატიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.
