როგორ ამინდს ვარაუდობენ უახლოეს დღეებში
როგორ ამინდს ვარაუდობენ უახლოეს დღეებში
12:51 11.05.2019
11-13 მაისს საქართველოში, უმეტესად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსი იქნება.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
ბეჭდვა