სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
11:42 11.05.2019
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალების გამანადგურებლების მიერ საქართველოს სატვირთო თვითმფრინავის იძულებით დასმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავენ, რომ ეს ცრუ ინფორმაციაა.

"მედიასაშუალება „ndtv.com“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალების გამანადგურებლების მიერ საქართველოს სატვირთო თვითმფრინავის იძულებით დასმასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს.

გაცნობებთ, რომ საჰაერო ხომალდი რომელსაც ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა საჰაერო სივრცის დარღვევისთვის ჯაიპურის აეროპორტში დაჯდომა აიძულეს, ქართულ ავიაკომპანიებს არ ეკუთვნის. AN-12 ტიპის საჰაერო ხომალდი საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში არ ირიცხება. თვითმფრინავი ეკუთვნის უკრაინულ ავიაკომპანია „Motor Sich“-ს, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური დაშვება განახორციელა" - ნათქვამია განცხადებაში.
ბეჭდვა