სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავში მოსწავლეთა ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავში მოსწავლეთა ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
15:47 10.05.2019
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში 16-მდე მოსწავლის ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყეს.

სკოლის ბუფეტში ტარდება არაგეგმური ინსპექტირება, აიღებენ სურსათის ნიმუშებს, რომელთა კვლევა ჩატარდება აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგებს სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროებს.
ბეჭდვა