ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საზეიმოდ გახსნაზე
მრევლის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად 12 მაისს მახათას მთის მიმართულებით ავტობუსების 2 დროებითი მარშრუტი დაინიშნება.
ავტობუსები 08:30 საათიდან 16:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან და მეტროპოლიტენ "ვარკეთილიდან" 10-15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ.
ისინი მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.
