„ახალი ღვინის ფესტივალისათვის“ მთაწმინდის პარკისკენ ავტობუსების 2 მარშრუტი დაინიშნება
„ახალი ღვინის ფესტივალისათვის“ მთაწმინდის პარკისკენ ავტობუსების 2 მარშრუტი დაინიშნება
13:23 10.05.2019
"ახალი ღვინის ფესტივალის" მონაწილეებისა და სტუმრების ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად, 11 მაისს, თბილისის მერია მთაწმინდის პარკის მიმართულებით ავტობუსების 2 დროებით მარშრუტს დანიშნავს.

ავტობუსები 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ჭონქაძის ქუჩიდან, ფუნიკულიორის ქვედა ასასვლელიდან და ტაბახმელა-ოქროყანის გადასახვევიდან 10-15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ. ისინი მგზავრებს თბილისში მოქმედი სტანდარტული ტარიფით - 50 თეთრად მოემსახურებიან.

ბეჭდვა