საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სალარო აპარატების გამოყენება ბიზნესის
სხვადასხვა სექტორში სავალდებულოა.
დღეისთვის იყიდება ამ მოწყობილობების რამდენიმე ტიპი, რომლებიც უზრუნველყოფილია GPRS სერვისით და უერთდება ფულის ყუთს, შტრიხკოდის სკანერს. ესენია:
• Daisy Expert - აქვს პაროლი სამუშაო რეჟიმში შესასვლელად, ასევე, ხარისხიანი კლავიატურა, ინოვაციური დიზაინი, გამძლე ელემენტი და შეუძლია ცვლილების კალკულაცია.
• Daisy eXpert SX- აქვს "ფისკალური პრინტერის" რეჟიმი, ერგონომიული კლავიატურა, ქაღალდის ჩატვირთვის მარტივი მექანიზმი და ხარისხიანი აკუმულატორი.
• Daisy Compact S - ძალიან პოპულარული და ყველაზე პატარა, 300-გრამიანი მოდელია Daisy სერიაში. აქვს სწრაფი და უხმაურო ბეჭდვის მეთოდი, მოქნილი კლავიატურა, მარტივი მენიუ, ჩაშენებული ბლუთუზი და აკუმულატორი.
• Daisy Compact M - აქვს გამძლე ელემენტი, ერგონომიული კლავიატურა, თანამედროვე დიზაინი, გააჩნია GPRS სერვისი და გადამცემი, აღჭურვილია გრაფიკული მონიტორებით.
• Daisy Perfect S - ამ სალარო აპარატს აქვს ქაღალდის შეცვლის მარტივი მექანიზმი, დიდი ზომის ორი გრაფიკული მონიტორი, დახმარების ღილაკი ყველა მენიუსთვის და გამძლე Li-Lion აკუმულატორი.
თქვენი ბიზნესსაქმიანობის შეუფერხებლად წარმართვისთვის აუცილებელია, სალარო აპარატის მეშვეობით უზრუნველყოთ კავშირი შემოსავლების სამსახურთან, ხოლო სანამ მას შეისყიდით, შემდეგი რჩევები უნდა გაითვალისწინოთ:
• უნდა ჰქონდეს ინოვაციური დიზაინი
• გამძლე ელემენტი
• მოქნილი კლავიატურა
• უნდა იყოს GPRS სერვისით აღჭურვილი
• უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს
• უნდა მოჰყვებოდეს გამოყენების ინსტრუქცია
• გააჩნდეს ქაღალდის ჩატვირთვის მარტივი მექანიზმი
• უნდა ჰქონდეს პაროლი სამუშაო რეჟიმში შესასვლელად
ხშირად დასმული კითხვებიდან ერთ-ერთია: "რა ღირს სალარო აპარატები საქართველოში?"
მათი ღირებულება დამოკიდებულია: ახალია თუ მეორადი, გნებავთ თუ არა განვადებით, ასევე, რა სახის ტექნიკური მომსახურება გსურთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სხვადასხვა კომპანიებში სალარო აპარატების ფასი 390 ლარიდან 410 ლარამდე მერყეობს.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სალარო აპარატების ყიდვა შესაძლებელია როგორც ოფისში, ისე ონლაინ გამოწერითაც. ამჟამად, სალარო აპარატის რეგისტრაციას, სსიპ შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, "ჯიესენი" ახორციელებს. ეს არის კომპანია, რომელიც ბაზარზე 2011 წლიდან შემოდის და მომხმარებლის მხრიდან მაღალი სანდოობით სარგებლობს. პროდუქციისა და მომსახურების შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად ეწვიეთ: https://www.gsn.ge/
