მარნეულში პირუტყვის დაცემის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
მარნეულში პირუტყვის დაცემის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
21:01 09.05.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში დაახლოებით 50 სული მსხვილფეხა პირუტყვის ერთდროულად დაცემის ფაქტი აღინიშნა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინფორმაციის მიღებისთანავე ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ვითარებას გაეცნენ და ლაბორატორიული კვლევისთვის პათოლოგიური მასალის ნიმუშები აიღეს, რის შემდეგაც პირუტყვის დაცემის მიზეზი დადგინდება. მიმდინარეობს მოკვლევა, რომლის შედეგებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროვებს.

ბეჭდვა