პატარა და-ძმა თერმული დამწვრობით საგარეჯოდან თბილისში გადმოიყვანეს
პატარა და-ძმა თერმული დამწვრობით საგარეჯოდან თბილისში გადმოიყვანეს
11:58 11.08.2012
მცირეწლოვანი და-ძმა საგარეჯოს სამედიცინო ცენტრიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.
მედიკოსების თქმით, 1 წლის და 9 თვის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა,ხოლო 5 წლის გოგონას მდგომარეობა საშუალო სიმძიმის კატეგორიას მიეკუთვნება.
ბავშვებმა თერმული დამწვრობა ელექტროქურის სიახლოვეს თამაშის დროს მიიღეს, კერძოდ, მათ ქურაზე მდგარი ცხელი კერძი გადაესხათ. პატარა და-ძმას ძირითადად, ზურგის არე აქვთ დამწვარი.

ბეჭდვა