მიხეილ სააკაშვილი დამსახურებული პედაგოგის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
მიხეილ სააკაშვილი დამსახურებული პედაგოგის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
11:19 11.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 53-ე საჯარო სკოლის პედაგოგის ლამარა მარგველაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის სამძიმარი „fasebook“-ის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
„დამსახურებული პედაგოგის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ამბავი შევიტყვე. ქალბატონმა ლამარამ, რომელიც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის 53-ე საშუალო სკოლას, არაერთი თაობა აღზარდა. ორიოდ წლის წინ, ქალბატონი ლამარა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა და ვფიქრობ, მის ცხოვრებას ყველაზე მეტად სწორედ ეს სიტყვა - „ბრწყინვალება“ შეეფერება“ - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
სახელმწიფოს მეთაური გარდაცვლილი პედაგოგის ოჯახის წევრებს და მის ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

ბეჭდვა