თბილისის „მეტროპოლიტენის“ მუშაობა დღეს დილის შეფერხების შემდეგ, 10.30 საათზე ჩვეულ რეჟიმში აღდგა.
მეტროს პირველი ხაზის მუშაობა „დიდუბიდან“ „300 არაგველამდე“, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო შეფერხებული.
როგორც „ნიუსპრესისთვის“ „მეტროპოლიტენში“ გახდა ცნობილი, ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა „სადგურის მოედნის“ ერთ-ერთ მონაკვეთზე.
მატარებლები ზონურად - სადგურ „300 არაგველიდან“ „ვარკეთილამდე“ და „დიდუბიდან“ „ახმეტელის თეატრამდე“ მოძრაობდნენ.
რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, ის შეფერხების გარეშე მუშაობდა.
