სვეტიცხოველთან ქორწინების ახალი სახლი იხსნება
სვეტიცხოველთან ქორწინების ახალი სახლი იხსნება
10:20 11.08.2012
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან დღეს ქორწინების ახალი სახლი გაიხსნება.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს.
ქორწინების სახლს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე გახსნის.
გიორგი ვაშაძე ქორწინების ახალ სახლში პირველი წყვილის ქორწინების საზეიმო ცერემონიას დაესწრება.

ბეჭდვა