სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა
22:56 06.05.2019
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში, მწყობრიდან გამოსულ წყლის ელექტროტუმბოს, რომელიც საჯარო სკოლას, საბავშვო ბაღს, ეკლესიას, ადმინისტრაციულ შენობას, პოლიციას, ამბულატორიას და 6 ადგილობრივ მოსახლეს წყლით ამარაგებდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

მუნიციპალიტეტის მერის განკარგულებით, შეძენილ იქნა და დამონტაჟდა უმაღლესი ხარისხის ტუმბო, რომელიც ზემოჩამოთვლილ ობიექტებს მოემსახურება და შექმნილ პრობლემას გადაჭრის.

ბეჭდვა