ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიადაზე ფინალში იჭიდავებს
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიადაზე ფინალში იჭიდავებს
18:32 10.08.2012
ლონდონის ოლიმპიადაზე მოასპარეზე ქართველი მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალში იჭიდავებს.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში იაპონელ სპორტსმენს სინიჩი იუ მოტოს დაძაბულ შეხვედრაში სძლია.
55 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ხინჩეგაშვილმა ბულგარელი, ეგვიპტელი და ინდოელი მეტოქეები დაამარცხა.
რაც შეეხება 74 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით ხუციშვილს, მან მეოთხედფინალი რუსეთის სახელით მოასპარეზე აფხაზ დენის ცარგუშთან დათმო.
ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის სულ, 7 მედალი გათამაშდება.
დღეისთვის საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ლონდონში ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. ოქროს მედალი 20 წლის ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, ოლიმპიური ვერცხლი - რამაზ ლაშხმა, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი მანუჩარ ცხადაია გახდა.

ბეჭდვა