კახეთში სტიქიის გამო საავტომობილო გადაადგილება შეზღუდულია
კახეთში სტიქიის გამო საავტომობილო გადაადგილება შეზღუდულია
16:41 06.05.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარე ალაზნის მიერ თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის დატბორვის გამო, აღნიშნული გზის 132-კილომეტრიდან 134 -ე კილომეტრამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხოებას პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

ბეჭდვა