მამკოდის მიმდებარედ, მდინარის მეორე ნაპირზე დარჩენილი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხოდ გადმოიყვანეს
მამკოდის მიმდებარედ, მდინარის მეორე ნაპირზე დარჩენილი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხოდ გადმოიყვანეს
10:17 05.05.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მამკოდის მიმდებარედ, ძლიერი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე დარჩენილი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გადმოიყვანეს. ძლიერი ნალექის შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩენილთა შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც.

სამაშველო ოპერაციაში 25 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. სამაშველო თოკებისა და სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით, მოქალაქეების გადმოყვანა უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით განხორციელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს.
ბეჭდვა