ბოტანიკურ ბაღში მწვანე გამოფენა-გაყიდვა Green Expo19 გაიმართება
ბოტანიკურ ბაღში მწვანე გამოფენა-გაყიდვა Green Expo19 გაიმართება
10:10 05.05.2019
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, დღეს ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში ყოველწლიური მწვანე გამოფენა-გაყიდვა GreenExpo 2019 გაიმართება.

გამოფენის მიზანი საქართველოში საბაღე კულტურის განვითარება და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობაა.

გამოფენაში მონაწილეობას 15-მდე სანერგე, ლანდშაფტის დიზაინისა და ფლორისტული კომპანიები მიიღებენ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საბაღე ექსპოზიციები, კულტურული და ხეხილოვანი ნერგების მრავალფეროვნება, ტროპიკული მცენარეები, სუკულენტები, მწვანე არტი და ფლორისტული ნამუშევრები.

გამოფენა 12:00 საათზე გაიხსნება.

ბეჭდვა