ხინჩაგაშვილმა და ხუციშვილმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყეს
ხინჩაგაშვილმა და ხუციშვილმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყეს
16:36 10.08.2012
ლონდონის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენებმა ვლადიმერ ხინჩაგაშვილმა და დავით ხუციშვილმა ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყეს.
55 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ხინჩაგაშვილმა ეგვიპტელი მეტოქე მუჰამედ იბრაჰიმი დაამარცხა.
რაც შეეხება 74 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით ხუციშვილს, მან მონღოლ უნურბათ პურევივს მოუგო.
ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის სულ, 7 მედალი გათამაშდება.
დღეისთვის საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ლონდონში ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

ბეჭდვა