შსს-ს ინფორმაციით, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე 5 მაისს მოძრაობა შეიზღუდება
შსს-ს ინფორმაციით, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე 5 მაისს მოძრაობა შეიზღუდება
12:01 04.05.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო მარათონთან - "მსოფლიო რბენა" - დაკავშირებით, მიმდინარე წლის 5 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, მოძრაობა შეიზღუდება.

ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის, ასევე, შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე.

სატრანსპორტო ნაკადი იმოძრავებს ყვარელი-გიორგეთი-აფენი გურჯაანის დამაკავშირებელ შიდა საუწყებო გზაზე გურჯაანის შესასვლელამდე.
ბეჭდვა