საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო დაჯილდოვდა
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო დაჯილდოვდა
18:20 03.05.2019
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო დააჯილდოვა.

ინსტიტუტმა 2018 წელს სამასამდე საჯარო უწყებიდან 6 000-ზე მეტი საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.

ინფორმაციის გაცემის მხრივ სააგენტო ყველაზე ღია დაწესებულებებს შორის მოხვდა. ხოლო სხვა უწყებებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი ყველაზე მეტად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გააუმჯობესა.
ბეჭდვა