,,აწარმოე საქართველოში“ 2018 წლის ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა
,,აწარმოე საქართველოში“ 2018 წლის ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა
16:02 03.05.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ ,,აწარმოე საქართველოში" საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი გამოავლინა და ღია საჯარო დაწესებულებების ტოპ ათეულში დასახელდა.

2018 წლის ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებების შესახებ ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიმა (IDFI) გამოაქვეყნა. ღონისძიება 3 მაისს სასტუმროში "ჰოლიდეი ინნ" გაიმართა.

2010-2018 წლებში IDFI-მ, საჯარო დაწესებულებებში, სულ 51,723 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა დააგზავნა, რაზეც პასუხი 42,965 შემთხვევაში მიიღო.

პროექტის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ACCESS-ის პროექტი

ბეჭდვა