თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება
თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება
11:35 01.03.2012
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, კერძო სახლებში მიმდინარე  ინდივიდუალური გამრიცხველიანების გამო, წყლის მიწოდება გლდანი-ნაძალადევის რაიონში კაიროს, გოგაშენის, ახალდაბის, მოლითისა და ბეჟანიშვილის ქუჩებზე შეწყდა.

შეზღუდვა ეხება ასევე, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში არსენალის მთას, ტყვიავის, ტოლსტოის, პეტერბურგის, ზ. ჭავჭავაძის, ფიროსმანის, გ. დოლიძის, ფოცხვერაშვილის, ჩერნიშევსკის, ქვლივიძის, ერისთავის, ნინოშვილის, ჯავახიშვილისა და სუნდუკიანის ქუჩებს. მათთვის წყლის მიწოდება 20:00 საათიდან განახლდება.

ბეჭდვა