საქართველოს ელჩი ლატვიის განათლების მინისტრს შეხვდა
საქართველოს ელჩი ლატვიის განათლების მინისტრს შეხვდა
12:01 03.05.2019
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა მაისურაძემ, შეხვედრა გამართა ლატვიის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, ილგა შუპლინსკასთან.

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში. საქართველოს ელჩმა ლატვიის მხარეს მადლობა გადაუხადა სასწავლო სტიპენდიებისთვის, რომლებსაც ლატვიის რესპუბლიკა ყოველ წელს გამოყოფს ქართველი სტუდენტებისთვის.

თეა მაისურაძემ აღნიშნა, რომ განათლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთო უმთავრესი პრიორიტეტია. ასევე ელჩმა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია განათლების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.


ბეჭდვა