თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე" მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე" მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
11:49 03.05.2019
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე" მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება. მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში, მეტროსადგურ "დიდუბედან" "ვარკეთილის" მიმართულებით და პირიქით.

ამასთან, "ახმეტელის თეატრიდან" მეტროსადგურ "დიდუბემდე" მოძრაობა შეჩერებულია.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომლის დასრულების შემდეგ თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდება.

რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, მგზავრთა მომსახურება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ბეჭდვა