თამარაშვილზე მოძრაობა სრულად 13:00 საათისთვის აღდგება
თამარაშვილზე მოძრაობა სრულად 13:00 საათისთვის აღდგება
11:14 03.05.2019
"ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე, გზის გაწმენდის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები უახლოეს ხანებში დასრულდება და მოძრაობა 13:00 საათისთვის სრულად აღდგება"-ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

ამ დროისთვის, ნაწილობრივ გადაკეტილია უნივერსიტეტი-თამარაშვილის ქუჩებისა და ყაზბეგის გამზირი-თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთა, ბაგების მიმართულებით.

ჩამოშლილი ფერდის მცირე მასების გაწმენდაზე მთამსვლელები მუშაობენ. ქვათაცვენის მიზეზებს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სწავლობენ.

ბეჭდვა