ვარდების რევოლუციის მოედანზე საბაგიროს მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება
ვარდების რევოლუციის მოედანზე საბაგიროს მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება
13:57 10.08.2012
თბილისის ახალი საბაგირო ხაზის მშენებლობა ვარდების რევოლუციის მოედანზე რამდენიმე დღეში დაიწყება.
მოედანზე დანგრეულია დღემდე მოქმედი შადრევანი და ტერიტორია შესაბამისი სამუშოების ჩასატარებლად უკვე შემოსაზღვრულია.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, საბაგიროს მშენებლობა უახლოეს დღეებში მართლაც იწყება, თუმცა, ტერიტორიაზე ღობის არსებობას სასტუმრო „რედისონის“ მიერ წარმოებულ სამუშაოებს უკავშირებენ.
პრესსამსახურის წარმომადგენლები ვერ აკონკრეტებენ კომპანიის დასახელებას, რომელმაც საბაგირო უნდა ააშენოს. ასევე, უცნობია დედაქალაქის კონკრეტულად რომელ ადგილს დაუკავშირდება ახალი საბაგირო.
ვარდების რევოლუციის მოედანზე საბაგიროს მშენებლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველად 26 მაისს, სამრეწველო აღლუმზე - „დამზადებულია სააქრთველოში“ განაცხადა.

ბეჭდვა