მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშრალი ხიდიდან გალაქტიონის ხიდის მიმართულებით, დღეიდან 13 აგვისტოს ჩათვლით, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა.
როგორც „ნიუსპრესს“ მერიიდან აცნობეს, მარჯვენა სანაპიროზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება, მოძრაობის განტვირთვის მიზნით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას უკავშირდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სარტანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ზაარბრუკენის მოედნიდან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.
მოძრაობა, ასევე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თავისუფლების მოედნიდან დიღმის მასივის მიმართულებითაც შეზღუდულია.
