„საქართველოს ელექტროსისტემა“ დენის მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას
ავრცელებს.
"დღეს,18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის, ავარია სრულად ლიკვიდირებულია და მომხმარებელს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება"-ნათქვამია განცხადებაში.
