მცირე სიმძლავრის მიწისძვრას, რომელიც საქართველოში დღეს ღამით დაფიქსირდა, მცირე სიმძლავრის ბიძგები არ მოჰყოლია.
მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭაში, ამბროლაურის რაიონში იყო.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, ეპიცენტრში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 2,8 მაგნიტუდა შეადგინა.
ეპიცენტრის ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობამ მიძისძვრა 01:12 საათზე იგრძნო. მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა არ გამოუწვევა.
