სამი რეგიონის სოფლები ელექტროენერგიას შეზღუდვით იღებენ
სამი რეგიონის სოფლები ელექტროენერგიას შეზღუდვით იღებენ
11:50 10.08.2012
საქართველოს რამდენიმე რეგიონს დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროქსელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება გურიის, აჭარისა და შიდა ქართლის რამდენიმე რაიონის აბონენტებს შეუწყდა.
17 საათამდე ელექტროენერგია ოზურგეთის რაიონის სოფელ მთის ძირის აბონენტებს გაეთიშება.
18 საათამდე შუქი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის მოსახლეობას არ ექნება.
დენის მიწოდება ქედის რაიონის 1 მაისის საკრებულოს და მიმდებარე 3 სოფელს - საერთო ჯამში 460 აბონენტს შეეზღუდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 საათამდე შუქი კასპის რაიონის სოფლებს - იგოეთს, ქვემო ჭალას, რენეს და ნიგოზას – საერთო ჯამში 2 405 აბონენტს გაეთიშება.

ბეჭდვა