ლონდონის საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ორი ქართველი მოჭიდავე იასპარეზებს.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ვლადიმერ
ხინჩაგაშვილი და დავით ხუციშვილი ორთაბრძოლას 16:00 საათზე დაიწყებენ.
55 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვლადიმერ ხინჩაგაშვილის მეტოქე მუჰამედ იბრაჰიმი იქნება, ხოლო 74 კგ. წონით კატეგორიაში მჭიდავე დავით ხუციშვილი მონღოლ უნურბათ პურევივს დაუპირისპირდება.
ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის სულ, 7 მედალი გათამაშდება.
დღეისთვის საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ლონდონში ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.
